საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი
პრეზიდენტის განკარგულება
1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან
დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის
შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით
დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:
შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული
მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის,
საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების
შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა
და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი
კომისია..
2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)
« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე
საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა
შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო
სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის
2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების
დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული
რევანში. »
მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი