|
წინასიტყვაობა
საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და
განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების
ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული
რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ.
ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ
რა და როგორ ხდებოდა.
საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო
კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია
საითის სრულფასოვანი გამოყენებისათვის საჭიროა
MS Internet Explorer 6
და
Windows Media Player
საითის ასლები/სარკეები:
..;
http://bpg.sytes.net/simartle
საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი
პრეზიდენტის განკარგულება
1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან
დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის
შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით
დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:
შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული
მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის,
საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების
შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა
და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი
კომისია..
2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)
« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე
საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა
შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო
სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის
2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების
დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული
რევანში. »
მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი
|
|
საპროტესტო მიტინგს ესვრიან 1992 წლის 1 იანვარს
1992 წლის 1 იანვარს, იმ დროს როდესაც მთავრობის სასახლესთან ბრძოლები მიდიოდა, გაიმართა კანონიერი ხელისუფლების მხარასაჭერი მრავალათასიანი მიტინგი თბილისში, სადგურის მოედანზე. პუტჩისტებმა ესროლეს საპროტესტო მიტინგის მონაწილეებს.
|
|
მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 3 იანვარს

1992 წლის 3 იანვარს, იმ დროს როდესაც მთავრობის სასახლესთან ბრძოლები მიდიოდა, როდესაც კანონიერი ხელისუფლება თავს იცავდა პუტჩისტებისა და რუსების შემოტევებისაგან, თბილისის ქუჩებში მრავალი ათასი უიარაღო მშვიდობიანი მომიტინგე გამოდიოდა კანონიერი ხელისუფლების, თავისი არჩევანის მხარდასაჭერად. მშვიდობიანი მიტინგის დროს დიდუბეს მეტროსთან, პუტჩისტი ჯალათები ვერაგულად ესვრიან ტყვიას ხალხს. ხალხი არ დრკება და უტევს ჯალათებს, დამფრთხალი ნაძირლები აგრძელებენ უარაღო ქართველების ხვრეტას, ამის და მიუხედავად ხალხი უკან არ იხევს. იმ სისხლიან დღეს არაკაცებმა 34 ქართველის სისხლი შესვეს - მოკლეს 5 და დაჭრეს 29.
|
|
პრეზიდენტი ზ.გამსახურდია მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტის შესახებ 1992 წლის 3 იანვარს
პრეზიდენტი ზ.გამსახურდია მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტის შესახებ 1992 წლის 3 იანვარს
|
|
1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან დახვრეტილი ლევან თაქთაქიშვილის დაკრძალვა
1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან დახვრეტილი „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ წევრის ლევან თაქთაქიშვილის დაკრძალვა.
|
|
საპროტესტო მსვლელობის დახვრეტა თბილისში 1992 წლის 7 იანვარს

ქართველი ხალხი არ დაშინდა 1992 წლის 3 იანვარს არაკაცების მიერ მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტით და 7 იანვარს კვლავ გაიმართა მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა. ეს მსვლელობა განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო იმითი, რომ იგი კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა პირველი აქცია იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზ.გამსახურდია და კანონიერი ხელისუფლება იძულებლნი გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო. არაკაცებმა კვლავ ესროლეს მეპროტესტეებს - სამი კაცი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს (მათ შორის უცხოური საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტი).
|
|
საპროტესტო მიტინგი თბილისში ვაგზლის მოედანზე 1992 წლის 12 იანვარი
კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად თბილისში ვაგზლის მოედანზე 1992 წლის 12 იანვარს გაიმართა კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა და პოპლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით.
|
|
საპროტესტო მიტინგი და მსვლელობა თბილისში 1992 წლის 13 იანვარს
კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად თბილისში 1992 წლის 13 იანვარს მოეწყო მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი ვაგზლის მოედანზე და მსვლელობა ცენტრალური ტელევიზიის შენობისაკენ.
|
|
საპროტესტო მიტინგი თბილისში 1992 წლის 14 იანვარს
კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად თბილისში 1992 წლის 14 იანვარს გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი ვაგზლის მოედანზე.
|
|
საპროტესტო მიტინგი თბილისში 1992 წლის 15 იანვარს
კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად თბილისში 1992 წლის 15 იანვარს ვაგზლის მოედანზე გაიმართა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა და პოლიტპატიმართა განთავისუფლების მოთხოვნით. მიტინგის მონაწილეები ოვაციით შეეგებენ დასავლეთ საქართველოდან შემოერთებულ თანამებრძოლებს.
|
|
1992 წლის 16 იანვრიდან მასობრივ საპროტესტო მოძრაობას დიდი ძალებით შემოუერთდა სტუდენტი ახალგაზრდობა
კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად 1992 წლის 16 იანვრიდან მასობრივ საპროტესტო მოძრაობას დიდი ძალებით შემოუერთდა სტუდენტი ახალგაზრდობა - სტუდენტების დიდმა ჯგუფმა დაიწყო ვაგზლის შენობაში შიმშილობა კანონიერი ხელისუფლესბის აღდგენისა და პოლიტპატიმართა განთავისუფლების მოთხოვნით. „ძირს შევარდნაძის დემოკრატია! ძირს სიგუა! ძირს ხუნტა!“ - სკანდირებენ ისინი.
|
|
|
|
|