|
წინასიტყვაობა
საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და
განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების
ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული
რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ.
ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ
რა და როგორ ხდებოდა.
საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო
კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია
საითის სრულფასოვანი გამოყენებისათვის საჭიროა
MS Internet Explorer 6
და
Windows Media Player
საითის ასლები/სარკეები:
..;
http://bpg.sytes.net/simartle
საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი
პრეზიდენტის განკარგულება
1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან
დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის
შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით
დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:
შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული
მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის,
საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების
შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა
და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი
კომისია..
2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)
« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე
საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა
შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო
სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის
2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების
დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული
რევანში. »
მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი
|
|
წინასიტყვაობა
საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს კანონიერი ხელისუფლების, მისი კრიმინალური ძალების მიერ დამხობისა და ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია ვიდეოსიმართლე და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა. თქვენ თვალნათლივ დარწმუნდებით, რომ ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას თბილისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ჰქონდა მასობრივი მხარდაჭერა - ათასობით, ათეული ათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ქართველი კაცური კაცი (მამა-კაციც და დედა-კაციც) დღიდან დღემდე დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად მამაცად გამოდიოდა ქუჩებში პროტესტის გამოსახატავად - გამოდიოდა იმის მიუხედავად, რომ მთელი მსოფლიო დაბრმავდა და დაყრუვდა სიმართლის მიმართ...
|
|
ზოგადად ამ პროექტის შესახებ
ბპგ-ინფოტექის ეს პროექტის იყენებს ვებში ინფორმაციის წარმოდგენის უახლეს ხერხებს - კერძოდ: ვიდეო და აუდიო მასალას, დინამიურ უნიკოდ ფონტებს. ამდენად საგანმანათლებლოს გარდა მას აქვს უახლესი ტექნოლოგიების ქართულ ვებში დანერგვის მიზანი.
|
|
|
|
|