სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა


თავფურცელი:: კომენტარები :: სტუმართა წიგნი :: ფორუმზე განხილვა :: „ქართული კარიბჭე“


 
 
 
 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  ვიდეო დოკუმენტები
  

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია
საითის სრულფასოვანი გამოყენებისათვის საჭიროა
MS Internet Explorer 6 და Windows Media Player
საითის ასლები/სარკეები:
..; http://bpg.sytes.net/simartle


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი



     
 < წინა  პუბლიკაცია 2, სულ: 8  შემდეგი > 
ჯოჰარ დუდაევის პასუხი საქართველოს ტელევიზიის შეკითხვაზე ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებით
ავტ.: შავლეგო : 9/5/2004


ჯოჰარ დუდაევის პასუხი საქართველოს ტელევიზიის შეკითხვაზე ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებით: „გადააბიჯა რა უკვდავებაში ამით მან მოუხსნა ქართველ ხალხს სავალ გზაზე თავისი ფაქტორი“ 


ვიდეო: ჯოჰარ დუდაევის პასუხი საქართველოს ტელევიზიის შეკითხვაზე ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებით

 აუდიო: ჯოჰარ დუდაევის პასუხი საქართველოს ტელევიზიის შეკითხვაზე ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებით