ნაუცბათევი ჩანაწერები...
უფალმა ადამი და ევა სიყვარულით, მუდმივი ნეტარებისათვის გააჩინა, უკვდავება მიანიჭა და მოქმედებაში, არჩევანში თავისუფლები შექმნა და უბრძანა: გამრვლდით და დაასახლეთ დედამიწაო (იმ დროს სამოთხე) «плодитесь и размножайтесь, и наполняйте землю» (Быт.1:28).
სამოთხეში ადამსა და ევას უზრუნველად ჰქონდათ, გააჩნდათ ყველაფერი რაც კი ნეტარი ცხოვრებისათვის სჭირდებოდათ და სჭირდებოდათ ის რაც უზრუნველყოფილი ჰქონდათ. მათი საჭიროებები უბიწო იყო.
მაგრამ, ადამმა და ევამ არასწორად, ბოროტად გამოიყენეს არჩევნის თავისუფლება -- დაარღვიეს მათთვის დაწესებული უმცირესი აკრძალვა, გამოიჩინეს თავშეუკავებლობა --- აყვნენ ეშმაკს საშუალება მისცეს შეეცდინა ისინი, ჩაედინებინა ბოროტება, ცოდვა. ეს იყო „პირველყოფილი ცოდვა“ (Первородный грех).
„პირველყოფილი ცოდვით“ ადამმა და ევამ უღალატეს შემქმნელის მამობრივ სიყვარულს, შვილის მამისადმი სიყვარული გაცვალეს ფუჭ საცთურში, რითაც მოიმდურეს უფალი. „პირველყოფილი ცოდვა“ არის წყარო, საფუძველი ყველა სხვა ცოდვებისა.
უფლის მამობრივი სიყვარულის უარყოფით ადამმა და ევამ დაკარგეს უნარი ეცხოვრათ სამოთხეში. ამ უუნარობის გამო უფალმა ადამიანთა მოდგმას უკვდავება წაართვა და შემდგომ, ადამიანთა ყოველი თაობა უკვე იბადება ატარებს რა ადამისა და ევას „პირველყოფილ ცოდვას“ -- ანუ მოკვდავობას (ამიტომ სასურველია ახალდაბედებულთა მონათვლა).
«Не должно возбранять крещение младенцу, который, едва родившись, ни в чём не согрешил, а только, происшедши по плоти от Адама, восприял заразу древней смерти через самое рождение». Карфагенский Собор 252 г.
„პირველყოფილი ცოდვის“ გამო -- რომელიც ყოველ ადამიანს დაბადებითვე -- წინაპრებისაგან, მშობლებისაგან გადაეცემა -- იგი განიცდის: სხეულებრივ ტკივილებს, სხეულებრივ მოკვდავობას, ბოროტებისადმი მიდრეკილებას, სულიერ მერყეობას -- ცხოვრობს ასეთივე არასრულყოფილი ადამიანების წრეში, საზოგადოებაში.
სიკვდილის გამუდმებული შიში -- სამოთხიდან გაგდებული ადამიანების მოდგმის ყველაზე მთავარი სასჯელი გახდა. ხოლო, უკვდავებაზე ოცნება კი უმთავრესი სწრაფვა.
მაცხოვარის ამქვეყნად მოსვლით ადამიანებს, რომლებიც მის შეგონებებს (მართმადიდებლურ სარწმუნოებას) მიჰყვებიან, შესაძლებლობა გაუჩნდათ თავი დააღწიონ „პირველყოფილ ცოდვას“ და შემდგომი უცოდველი ცხოვრებით, წარსული ცოდვების მონანიებით კვლავ (ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდგომ) მოიპოვონ იმქვეყნიური უკვდავება -- მათ საშუალება ეძლევათ კვლავ დაბრუნდნენ პირველად სამოთხეში -- რომელშიც უფალმა ადამი და ევა დაასახლა -- სადაც არ არსებობს სიკვდილი.
„პირველყოფილი ცოდვის“ სასჯელად უფალმა დედაკაცი ამქვეყნიურად დასაჯა მშობიარობის ტკივილებითა და ქმრისადმი მორჩილებით, დამოკიდებულებით (მანამდე ადამი და ევა თანასწორუფლებიანი მეგობრები, შეყვარებულები იყვნენ), ხოლო ადამი -- დასაჯა ლუკმაპურის მოწევისათვის მძიმე შრომით.
სიშიშვლის სირცხვილი, როგორც სულიერი სამარცხვინო გაშიშვლება -- „პირველყოფილი ცოდვის“ ღვთიური სასჯელია, დამღაა, რომელიც ადამიანმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა ატაროს. ხოლო სიშიშვლის სირცხვილის ამქვეყნიური უარუოფა -- უსირცხვილობა კი დიდი ცოდვაა.
„ქალთა ემანსიპაცია“ (მამაკაცისა და დედაკაცის ცრუ თანასწორუფლებიანობა) და სიშიშვლე -- ამქვეყნიური ცოდვების გაღრმავებისაკენ ბიძგი...
თარიღი:
la, tammi 24 2009 7:19
ავტ.:
ბესარიონი