ვინ არიან ქართველები -- გენეტიკურად?..
ზოგად წარმოდგენას ქართველებისა და მათი მეზობლების გენეტიკურ არსზე იძლევა შემდგომი სურათი:
საქართველოში ნათლად მოსჩანს Haplogroup G-ს უპირატესობა...
ახლო-მახლოებში:
* თეთრი -- სემიტო-ქამიტები (არაბები, ებრაელები და სხვ) -- J
* წითელი -- ინდო-ევროპელები -- R
* მწვანე -- ჩრდილო აფრიკელები -- E
ჰაპლოჯგუფი G (M201) წარმოიქმნა კავკასიაში 10-20 ათასი წლის წინ წლის წინ, დიდი გამყინვარების ეპოქაში (წყარო) -- როდესაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა 2-5 მილონ ადამიანს შეადგენდა (აქედან, ვრცელ კავკასიაში ალბათ ცხოვრობდა რამდენიმე ანუ 1-3 ათასი ადამიანი).
ჰაპლოჯგუფი G (M201) შეიცავს შტოებს (Clades):
G*
G1 (M285, M342)
G2 (P287)
- G2* -
- G2a (P15)
- G2a* -
- G2a1 (P16) -- შესაძლოა ძირეული იბერიულ-კავკასიური (სტალინი და სხვ. -- საქართველო, ოსეთი) -- წყარო
- G2a1*
- G2a1a (P17, P18) -- ეს შტო წარმოიქმნა დაახლ. 3000 წლის წინ და შემდგომი მუტაცია განიცადა დაახლ. 2000 წლის წინ საქართველოში
- G2a2 (M286)
- G2a3 (L30/S126, L32/S148)
- G2a3a (M406)
- G2a3b (P303)
- G2b (M287)
- G2c (M377)
ჰაპლოჯგუფი G (M201)-ს წინაპარია ჰაპლოჯგუფი F -- რომელიც საქართველოში თითქოს ხშირია სვანებს შორის (და აგრეთვე ხშირია ჩრდილოკავკასიელ ხალხებში)

საქართველოს მოსახლეობის არსებითი ნაწილი მიეკუთვნება Haplogroup-ს J2 (Y-DNA) ქვეჯგუფს (J-M67) და დასავლეთ საქართველო და იტალია (ეთრუსკია) არის ამ ჰაპლოჯგუფის გავრცელების მთავარი (ანუ ამოსავალი, სამშობლო) არეალი!..
http://en.wikipedia.org/wiki/Haplogroup_J2_(Y-DNA)
mtDNA-ს თვალსაზრისით კი ქართველების გენეტიკურ სახეზე წარმოდგენას იძლევა Haplogroup U3:
ზემოთმოტანილი მეცნიერული გენეტიკური მასალა გარკვეულწილად ეხმაურება და ასაბუთებს უძველს წარმოდგენებს „ქართლოსისა“ (M201) და „კოლხოსის“ (J-M67) შესახებ...
ეს და სხვა გენეტიკური მახასიათებლები საფუძველს იძლევა ქართველებზე ვისაუბროთ, -- როგორც სპეციფიურ ჰაპლო-კონგლომერატზე, -- რომელიც შეიქმნა და ჩამოყალიბდა დაახლოებით 10-15 ათასი წლის წინ (ანუ თანამედროვე კულტურულ-ცივილიზაციური სისტემების ჩამოყალიბებამდე) და შემდგომ უმთავრესად თავის შიგნით ვითარდებოდა -- უკვე, როგორც, თვითმყოფადი კულტურულ-ეთნიკური ჯგუფი -- ანუ, ბოლო 1500 წელია როგორც -- „ენა, მამული, სარწმუნოება“...
არავითარი ფსევდოევროპელობა და ფსევდოაზიატობა არაა საჭირო და აუცილებელი -- შეგიძლიათ დამშვიდდეთ... -- ან, აღელდეთ -- გემოვნების მიხედვით...
უფრო მეტი:
http://bpg.sytes.net/Files/genetika/index.htm
უახლოეს რამდენიმე წელიწადში ახლაშექმნილი Deoxyribonucleic acid (DNA) მეცნიერება კიდევ უფრო დაზუსტებულ და სრულ სურათს მოგვცემს...
ა) ლაპარაკია არა Haplogroup J2-ზე, რომელიც „უხსოვარ დროს“ ანუ 40-50 წლის წინ ჩამოყალიბდა, არამედ - ქვეჯგუფზე (J-M67) -- რომელიც სწორედ და ზუსტად კავკასიაში, საქართველოში ჩამოყალიბდა და არსებითწილად ცივილიზაციური სისტემა გახლდათ...
ბ) როდესაც მესოპოტამიაში ჰაპლოჯგუფი J2 ჩამოყალიბდა -- იქ, რა თქმა უნდა ჯერ არ არსებობდნენ ის ეთნოსები, ცივილიზაციები და კულტურები -- როემელიც დღეს არსებობენ... -- ანუ ეს -- ძალიან დიიიიდი ხნის წინ იყო -- ბიბლიამდელ ხანაში...
„დიდი ჰაპლოჯგუფები“ -- როგორიცაა მაგალითად G* ან J* და ასე შემდეგ -- ჩამოყალიბდნენ 30-40 ათასი წლის წინ და უფრო ადრეც...
შემდგომი მუტაციებით კი -- ჩამოყალიბდნენ ქვეჯგუფები... -- მუტაციებით!..
მაგალითად ქვემოთა სურათი გვიჩვენებს საწყისი ჰაპლოჯგუფის J*-ს დაყოფას...
ჯერ ახლო აღმოსავლეთში, სადღაც სირიის ჩრდილოეთში (ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან) 20 ათასი წლის წინ მუტაციით გაჩნდა ჰაპლოჯგუფი J-M172... -- რომელიც ამის შემდგომ მოძრაობდა ჩრდილოეთისაკენ -- კავკასიისაკენ...
სურათიდან კარგად მოსჩანს, რომ 12 ათასი წლის წინ -- კავკასიაში (დასავლეთ საქართველოში ანუ დიდ კოლხეთში), მოხდა მუტაცია და ჰაპლოჯგუფ J-M172-საგან შეიქმნა ჰაპლოჯგუფი J-M67!..
* დაახლოებით 7-8 ათასი წლის წინ დიდი ტბა გადაიქცა „შავ ზღვად“, ევროპა და აზია გაიყო ბოსფორით და დარდანელით...
http://en.wikipedia.org/wiki/Black_Sea_deluge_theory
შემდგომ კი -- ჰაპლოჯგუფი J-M67 მოძრაობდა სამხრეთ-დასავლეთისაკენ და სადღაც დღევანდელი თურქეთის ტერიტოტიაზე დაახლოებით 8 ათასი წლის წინ -- ახალი მუტაციით შეიქმნა ჰაპლოჯგუფი J-M92 (ალბათ ხეთები ან პროტოხეთები)...
ყველაფერი ამის შესაცნობად აუცილებელია ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ:
* მუტაციები ხდებოდა საშუალოდ 8-5 ათას წელში ერთხელ...
* თანამედროვე ხალხები, ერების განმასხვავებელი მახასიათებლები დაზუსტებით შეიძლება დგინდებოდეს მხოლოდ უკანასკნელი მუტაციების შესაბამისად -- ანუ ბოლო 5-10 ათასი წლის ფარგლებში (სხვაგვარად -- არსებული თეორიული ბაზისიდან ყველანი ობამას ტომისანი ვართ
)
* მუტაციები იძლეოდნენ ადგილობრივ პირობებთან მეტად შეგუებულ ჰაპლოჯგუფს...
* ახალი ჰაპლოჯგუფები ახალ პირობებთან შეგუების-და-მიხედვით არსებითად განსხვავდებოდნენ წინამორბედისაგან (შესახედაობითაც)...
* საწყისი, ყოველი შემდგომი მუტაციამდელი ჰაპლოჯგუფებიც აგრძელებენ ხშირად (უმეტესწილად) არსებობას (ან საწყის ტერიტორიაზე ან -- სხვაგან, სადაც გადაადგილდნენ)...
სამახსოვროდ:
ქართველებისათვის ყველაზე უფრო დამახასიეთებელია და განმასხვავებელ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ჰაპლოჯგუფები M201 და J-M67...
ამას გარდა:
უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში ყველაზე გავრცელებული ჰაპლოჯგუფები R, K, U კავკასიიდან არიან ევროპაში განსახლებულები... -- ანუ მათი „პირველსამშობლო“ კავკასიაა..
Estimated world population at various dates (in thousands)
| Year | World |
| 70,000 BCE |
< 1,000 |
| 10,000 BCE |
1,000 |
| 9000 BCE |
3,000 |
| 8000 BCE |
5,000 |
| 7000 BCE |
7,000 |
| 6000 BCE |
10,000 |
| 5000 BCE |
15,000 |
| 4000 BCE |
20,000 |
| 3000 BCE |
25,000 |
| 2000 BCE |
35,000 |
| 1000 BCE |
50,000 |
| 500 BCE |
100,000 |
| 1 |
200,000 |
| 1000 |
310,000 |
თარიღი:
to, maalis 19 2009 19:30
ავტ.:
ბესარიონი