BPG-InfoTech ბესარიონი
ბესარიონისა და BPG-InfoTech-ის ვებ საითი
ქართული კლავიატურა:
სწრაფი გადართვა: #
>>> ქართული კლავიატურის დაფა <<<
ნელ-თბილობა ანუ „არც ერთ მხარეზე არა ვარ“

მძიმე დრო ქართველი ერის ისტორიაში არაერთხელ დამდგარა. მეტიც - თითქმის ყოველ თაობას უწევდა პოლიტიკურ კატაკლიზმებში გახვეულ საქართველოში ცხოვრება, შრომა, მოღვაწეობა - საკუთარ ოჯახურ კერიაზე ზრუნვა.

მძიმე დროებას ყოველთვის, მუდამ ახლდა უმძიმესი არჩევანი - ყოფილიყო ადამიანი პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების ერთ მხარეს, თუ მეორე მხარეს - ან კიდევ ნეიტრალური, უსაფრთხო, თითქოს-და კომფორტული პოზიცია შეერჩია.

საინტერესოა, ასეთ რთულ და საშიშ პერიოდებში ადამინის არჩევანის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის „აპოკალიპსის“ ანუ „გამოცხადების“ დებულებები.

ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მეორე ნაწილი აღინიშნა ახალდაბადებული ქრისტიანების უდიდესი დევნით, მასობრივი ჯვარცმებით, ცოცხლად დაწვებით და შევიწროებით.

რომის იმპერია - ასახული როგორც წითელი გველეშაპი, იმდროინდელი გლობალიზმის განსახიერება და სიმბოლო საშინელი ძალით მოუბრუნდა ქრისტიანობას:
და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შვიდნი გვირგვინნი.
13.3
вот, большой красный дракон с семью головами и десятью рогами, и на головах его семь диадим.


მეწამული-წითელი ფერი რომის ბატონობის სიმბოლოა, შვიდი თავი - ეს იმ შვიდი გორაკის სიმბოლოა, რომლებზეც ქალაქი რომი იყო განლაგებული, ხოლო ათი რქა კი რომის ძლიერება, მისი ათი კეისარია... ეს ის გველეშაპია - რომელიც ბოლოს წმინდა გიორგიმ უნდა დაამარცხოს.

ამ პერიოდში არაერთი ქრისტიანი და მეტიც - ეკლესიათა უმეტესობა ან დათრგუნული იყო ან დათმობებზე წავიდა... თითონ იოანე შეიპყრეს და კუნძულ თუთმოსზე ქვის სამტეხლოებში მონურ სამუშაოებზე გაამწესეს... სწორედ აქ, ერთ სასწაულებრივ კვირა დღეს, იოანე ღვთისმეტყველმა მასზე ზეგარდმო გარდმოსული ნიჭის წყალობით შექმნა „გამოცხადება“ - უიმედო ხანაში დიდი იმედის წიგნი.

ეს ისეთი დრო იყო, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანობის მომავლის ბედი ადამიანთა სულ მცირე, ღარიბი და მატერიალურად უსუსური წრის („მცირე ფარის“) ანაბარად დარჩა, როდესაც იდეისათვის ღალატმა და განდგომამ, გულგრილობამ მასობრივ მასშტაბები მიიღო, როდესაც სულიერმა დრტვინვამ და ეჭვმა მოიცვა ქრისტიანთა სულები და გულები...

ფილადელფიის (ძმათმოყვარულთა) ეკლესია - ერთ-ერთი იყო იმ მცირეთა შორის, რომელიც თუმცა ძალზე სუსტი, ღარიბი და მცირერიცხვოვანი იყო - მტკიცედ და ურყევად იდგა ჭეშმარიტებაზე.

„გამოცხადებაში“ იოანე ღვთისმეტყველს მოჰყავს მაცხოვარის სიტყვები ფილადეფიის ეკლესიისადმი:

7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი.
8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.
9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.

7 И Ангелу Филадельфийской церкви напиши: так говорит Святый, Истинный, имеющий ключ Давидов, Который отворяет — и никто не затворит, затворяет — и никто не отворит:
8 знаю твои дела; вот, Я отворил перед тобою дверь, и никто не может затворить ее; ты не много имеешь силы, и сохранил слово Мое, и не отрекся имени Моего.
9 Вот, Я сделаю, что из сатанинского сборища, из тех, которые говорят о себе, что они Иудеи*, но не суть таковы, а лгут, — вот, Я сделаю то, что они придут и поклонятся пред ногами твоими, и познают, что Я возлюбил тебя.
* Иудеи - იმ დროს ქრისტიანებს აღნიშნავდა (ქრისტიანები თვლიდნენ, რომ სწორედ ისინი არიან მართლმადიდებელი იუდეველები)

ანუ - „დიდი ძალები არ გაგაჩნია, მაგრამ - მტკიცედ დგახარო ჭეშმატიტ გზაზეო“... „მაგრამ, შენ გაიმარჯვებო“

Далее дается трогательная характеристика Филадельфийской церкви — «Ты не много имеешь силы». Очевидно, это была маленькая церковь, но она сохранила слово Божье и не отреклась. Эти слова имеют отношение и ко всем нам: мы малое стадо, но если мы будем стоять твердо, то даже внутренние распри нас не поколеблют. Иоанн говорит о «сборище сатанинском», о людях, которые утверждают, что они иудеи, но они не таковы, то есть они лжеучители, раскольники, еретики. И перед их лицом малая община сумела сохранить твердость

შემდგომ იოანე ღვთისმეტყველი გადმოგვცემს მაცხოვარის მიმართვას დიდი, მდიდარი ლაოდიკიის ეკლესიის მიმართ - რომელმაც თანამედროვე ენით რომ ვთქვათ „კომპრომისების“, „დათმობების“ ხარჯზე თითქოს-და შეინარჩუნა ძლიერება:

14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ:
15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.
17. რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.

14 И Ангелу Лаодикийской церкви напиши: так говорит Аминь, свидетель верный и истинный, начало создания Божия:
15 знаю твои дела; ты ни холоден, ни горяч; о, если бы ты был холоден, или горяч!
16 Но, как ты тепл, а не горяч и не холоден, то извергну тебя из уст Моих.
17 Ибо ты говоришь: «я богат, разбогател и ни в чем не имею нужды»; а не знаешь, что ты несчастен, и жалок, и нищ, и слеп, и наг.

ვიცი საქმენი შენნი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტავი ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
გამოცხადება იოანე ღმრთისმეტყველისა 3-15
 

ზემორე სიტყვები ძალზე ზუსტად უდგება საქართველოში ახლა, ამჟამად მიმდინარე მოვლენებისა და სულთაბრძოლის ჩვენთვის საინტერესო ასპექტს - „არც ართ მხარეზე არ ვარ“. სწორედ ესაა რაც „გამოცხადებაში“ წერია - ლაოდიკიის ეკლესიის მიმართ, რომელიც რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო დაშორებული ფილადელფიის ეკლესიისაგან: „არც ცივი ხარ და არც ცხელი, ნეტამც ან ცივი იყო და ან ცხელი. და რახან ნელ-თბილ ანუ გულგრილი ხარ, ანუ არც ცხელი ხარ და არც ცივი - დაგძრახავ-გადმოგაფურთხებ“... აქვე აღნიშნული კიდევ ერთი ძალზე ნიშანდობლივი გარემოება, რასაც ყოველდღიურობაშიც ვხვდებით: ამ „ნელ-თბილობით“ შესაძლებელია გამდიდრებაც და სიდუხჭირიდან თავის დაღწევაც - თუმცა სინამდვილეში სწორედ ეს არის უდიდესი უბედურება, საცოდაობა, სიღატაკე, სიბრმავე და სიშიშვლე...

Он обличает Лаодикийскую церковь, которая решила, что у нее все благополучно. Очевидно, в Лаодикии не было ни гонений, ни особых притеснений, не было ни расколов, ни лжеучителей — все у них было благополучно. Но, почувствовав благополучие, церковь начала деградировать. Ни с кем не воюя, ни от кого не обороняясь, она стала впадать в самодовольство, которое Господь обличает самыми суровыми словами: «Ты... не горяч и не холоден... извергну тебя из уст Моих». Эти и последующие суровые слова обращены не только к церквам, но и к отдельным людям. «Ты говоришь, „я богат... и ни в чем не имею нужды"...», а на самом деле так говорящий «жалок и нищ». Редко в пророческой книге найдутся слова, которые могли бы быть обращением лично к нам, которые всем нам надо читать постоянно.

განვლილმა ორმა ათეულმა წელმა საქართველოს საოცარი აღმაფრენა და შემდგომ დამთრგუნავი დამარცხებები მოუტანა. ასობით ათასი ადამიანის თავდადებული და თავგანწირული მამულიშვილის ბრძოლა ეროვნული იდეისათვის, რომელიც „ენა, მამული, სარწმუნოება“-ში გამოიხატებოდა დროებით დამარცხდა: საქართველო „ბარაბას გზად“ დააყენეს - რაზეც ზვიადი აფრთხილებდა ქართველობას. შემდგომ, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ პირველ პერიოდში მოხდა გარდატეხა დე-ფაქტო ხელისუფლების ნებაში და ეროვნულ მოძრაობას „ამნისტია“ გამოუცხადეს, ნაწილობრივ (ძალზე ნელ-თბილად, ძალზე გრილად) ვითომც დაიგმო 1991-1993 წლების პუტჩი და ლეგიტიმური ხელისუფლების ძალით დამხობა.

ამ ვითარებაში, ბევრმა დათმო ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მთავარი, თავდაპირველი მიზნები... ბევრმა აირჩია კომპრომისების გზა... მრავალმა საკუთარ, პირად კომფორტულ პოლიტიკად ვითომ ნეიტრალურობა აირჩია. ხშირად გაიგონებთ - „მე არც ერთ მხარეს არ ვყოფილვარ“...  ანუ - ბევრი - ასე თუ ისე - დაადგა „ლაოდიკიის ეკლესიის გზას“...

ასეთ ვითარებაში - ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობას რომლის საბოლოო მიზანია ეროვნული ხელისუფლება გამოსახული მცნებაში „ენა, მამული, სარწმუნოება“ - აქვს ერთად ერთი არჩევანი და გადარჩენის გზა - ფილადელფიის ეკლესიის გზა და მაგალითი!

დიდი იოანეს იმედის წიგნში - „გამოცხადებაში“ აღწერილია სწორედ ისეთი დრო (და ეს დრო მუდმივად მეორდება ერის ისტორიაში) - როდესაც დიდი, მართალი საქმე - ჩვენი „ენა, მამული, სარწმუნოება“ - მცირეოდენთა იმედად რჩება - „მცირე ფარის“ იმედად რჩება... მაგრამ ფარის სიმცირე - არასოდეს ყოფილა მისი სისუსტის ნიშანი... პირიქით... უნდა გავიხსენოთ დრო, როდესაც ეროვნული იდეის არსებითად მხოლოდ „უმცირესი ფარა“, ორად-ორი მატარებელი გააჩნდა საქართველოს - ზვიადი და მერაბი!

ახლა აპოკალიპსისის დროა!
მაგრამ, ჩვენ სასწაულებრიობამ არ დაგვტოვა რჩევა-დერიგების, სწორი გზის მითითების, იმედის გარეშე: უნდა მივენდოთ იოანე ღვთისმეტყველის დამოძღვრებას - იოტისოდენადაც არ უნდა დავთმოთ ეროვნული იდეა - „ენა, მამული, სარწმუნოება“, უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ურყევები, უკომპრომისოები, ურყევები - არ უნდა გავგრილდეთ და გავნელთბილდეთ...
25. არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.
25
только то, что имеете, держите, пока приду.

უნდა მტკიცედ გვეპყრას რაც მოცემული გვაქვს: „ენა, მამული, სარწმუნოება“ - მისი დრო კი სწორედ ამითი მოვა...
სწორედ ახლა - აპოკალიპსისის დროს!

გამოცხადებაჲ იოვანესი >>>

იოანე ღვთისმეტყველი ასე აღწერს გლობალურ იმპერიას:

13.
1 И стал я на песке морском, и увидел выходящего из моря зверя с семью головами и десятью рогами: на рогах его было десять диадим, а на головах его имена богохульные.
2 Зверь, которого я видел, был подобен барсу; ноги у него — как у медведя, а пасть у него — как пасть у льва; и дал ему дракон силу свою и престол свой и великую власть.

13, 1–2. Море в иудейской и христианской апокалиптике было символом богоборческих начал. Человек, стоящий на берегу моря, стоит словно на берегу бездны, откуда обрушиваются все темные сатанинские волны, откуда приходят сатанинские силы. Что означает зверь, выходящий из моря? Мы помним, что в Книге пророка Даниила звери символизируют империи, которым противостоит Царство Сына Человеческого (Дан 7,3–6).

Человеческие империи имеют хищный, звериный облик. Не нужно думать, что описание зверя произвольно. Апостол говорит, что этот зверь имеет ноги медведя, сам подобен барсу, пасть у него, как у льва и т.д., то есть рисует монстра, но не для устрашения, а для того, чтобы показать, что в этом новом звере, выходящем из бездны, соединяются черты тех чудовищ, которые олицетворяли халдейскую, мидийскую и эллинистическую империи. У пророка Даниила медведь символизировал персидскую империю, барс — халдейскую и т. д. Это значит, что новый зверь, новая мировая империя включает в себя свойства всех предыдущих, а под ней разумеется Рим, Римская империя с семью головами и десятью рогами. Это прозрачные намеки, хотя совершенно точно мы их определить не можем. Рим стоял на семи холмах, и количество императоров, бывших до времени написания Апокалипсиса, тоже подходит под эти числа: десять или семь, в зависимости от начала отсчета. Так или иначе, перед нами Римская империя, что будет подтверждаться в дальнейших стихах Апокалипсиса: великий город, который называют Вавилоном, и т. д.


3.15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
3.16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.

3.15 знаю твои дела; ты ни холоден, ни горяч; о, если бы ты был холоден, или горяч!
3.16 Но, как ты тепл, а не горяч и не холоден, то извергну тебя из уст Моих.

3.15 I know your works: you are neither cold nor hot. Would that you were cold or hot!
3.16 So, because you are lukewarm, and neither cold nor hot, I will spew you out of my mouth.

холоден - cold - გრილი
горяч - hot - ტფილი
тепл - lukewarm - ნელ-ტფილი

როგორც რუსულიდან და ინგლისურიდან ჩანს უფრო ზუსტი და ბასრი სიტყვებია ცივი, ცხელი და თბილი

საკმაოდ არსებითი აზრობრივ-სემანტიკური განსხვავებებია ქართულსა და რუსულს შორის -- ნეტავ როგორაა ორიგინალში? (ბერძნულში)...


სიტყვების ბერძნული მნიშვნელობა თურმე ასეთია:

Здесь следует отметить точное значение слов. Холодный - в греческом это псухрос, и оно может иметь значение холодный, вплоть до точки замерзания. Горячий - в греческом зестос и имеет значение горячий до точки кипения. Теплый - в греческом хлиарос.

ამრიგად ლაპარაკია სწორედ ცხელზე, ცივზე და თბილზე! (რამდენი ასეთი უზუსტობაა ნეტავ ქართულ თარგმანებში?)


ითვლება, რომ აპოკალიფსისი-გამოცხადება დაწერილია 64-სა და 95 წლებს შორის, ანუ მაცხოვარის ჯვარცმის 30-50 წლის შემდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოცხადება მიეწერა ქრისტიანულ საზოგადოებრიობას, რომლის წევრების ერთ ნაწილს ჰქონდა ბედნიერება საკუთარი თვალით ენახათ მაცხოვარი და მის მიერ ჩადენილი სასწაულები, მოესმინათ მისთვის, შეხებოდნენ მას... დღევანდელი საზოგადოებრივი ცნობიერების თვალსაზრისით რომ ვთქვათ: მაშინ ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ ქრისტე ღმერთთან დაახლოებული პირები... ამ დროს მაცხოვრის 70 და კიდევ 500 მოწაფიდან გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, აქტიურად მოღვაწეობდა და ისინი სარწმუნოებას ავრცელებდნენ პირველი ხელიდან.

„გამოცხადება“ ისეთ დიდმნიშვნელოვან წერილად ჩათვალა ეკლესიამ, რომ იგი „ახალი აღთქმის“ წიგნშია შეტანილი - როგორც საძირკველი და საფუძველი...

„გამოცხადებაში“ იოანე მიმართავს მცირე აზიის 7 ეკლესიას, რომლებიც დაფუძნებულნი იყვნენ პეტრე და პავლე მოციქულების მიერ და როგორც ჩანს იმ დროს ითვლებოდნენ სარწმუნოების საძირკვლებად.

1.4. იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან.

და მიმართავს მცირე აზიის 7 ეკლესიას როგორც ქრისტიანული ეკლესიის ბურჯებს:

1.6. და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე.

ეს ეკლესიებია:

1.11. რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის.

ძალზე საინტერესოა, თუ როგორ კრიტიკულადაა შეფასებული „გამოცხადებაში“ ამ შვიდი ეკლესიის საქმიანობა - მით უფრო იმის გათვასიწინებით - რომ ეს ეკლესიები ქრისტეს პირველი ხელის მოწაფეების მიერაა დაარსებული და იმ დროს გაძღოლილიც.


ეფესოსის ეკლესია - დაფუძნებული იყო ბერძნულ-მცირეაზიული კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრში და იმ დროის უდიდეს ქალაქში ეფესოსში - რომელშიც იდგა არტემიდეს უზარმაზარი ტაძარი და ამითი იგი ოკულტიზმისა და მაგიის ცენტრი იყო. გადმოცემით ეფესოსის ეკლესიაში იყო დამარხული ღვთისმშობელი - რომელიც აქ იოანე მოციქულმა მოიყვანა.

ეფესოსის ეკლესიას „გამოცხადების“ ავტორი ჯერ აქებს „ცრუ მოციქულების“ მხილებისათვის:

2.2. ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. 3. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ.

მაგრამ, შემდგომ მკაცრად აკრიტიკებს:

2.4. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.

ამ კრიტიკაში „გამოცხადების“ ავტორი სარწმუნოებისადმი ერთგულებას ადამიანის პირველ მძაფრ სიყვარულს ადარებს, რომელიც ხშირად დროთა განმავლობაში განელდება ხოლმე...

შემდგომ „გამოცხადება“ აფრთხილებს ეფესოსის ეკლესიას და სასჯელით ემუქრება:

2.5. მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო.

ეფესოსის ეკლესიის შეცდომები აქ უკვე „დაცემად“ მოიხსენიება და მას მოუწოდებს „შეინენოს“ და დაბრუნდეს იმ პიზიციებზე, რომლებზეც იმთავითვე იდგა. მეტიც ემუქრება მას „სასანთლეთა აღძვრით“.

ეფესოსის ეკლეასიას სამი რჩევა აქვს მიცემული:

  • გაიხსენოს - ანუ უკან მიიხედოს
  • მოინანიოს - საკუთარი პასუხისმგებლობა ირძნოს
  • შემოქმედებდეს - მონანიებით დანახული გამოსაწოროს
      >>>

შემდეგ იოანე მიმართავს სმირნის (დღევანდელი იზმირი) ეკლესიას.

2.8. და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა: 2.9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ.

აქ მოხსენიებულია სმირნის ეკლესიაში ანტიქრისტიანული მწვალებლობების დანერგვის მცდელობები, რომელსაც სმირნის ეკლესია წინ აღუდგა და მოიგერია (ჰურიებად, მართმადიდებელ ებრაელებად მაშინდელი ქრისტიანები საკუთარ თავს თვლიდნენ).

2.10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.  

იოანე აქ ამხნევებს სმირნის ეკლესიას და მოუწოდებს ბოლომდე ასეთივე ერთგულება შეინარჩუნოს ჭეშმარიტი რწმენისადმი - „ათი დღე“ აქ სიმბოლოა ძალზე დიდი დროისა.


მიმართავს რა ფერგამოს ეკლესიას:

2.12. და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული: 2.13. ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს.

ფერგამო იმ დროს მცირე აზიაში რომის იმპერიის დედაქალაქი იყო და ამდენად ფერგამოს ეკლესია „ეშმაკის საყდრის“ შიგ შუაგულში იყო, განიცდიდა სისხლიან შემოტევებს იმპერიისაგან - რომელმაც ამ ეკლესიის ერთ-ერთი მამა ანტიპი იმსხვერპლა.

შემდგომ ფერგამოს ეკლესიაც მცირედად გაკრიტიკებულია:

2.14. არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად. 2.15. ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ. 2.16. შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳილითა პირისა ჩემისაჲთა.

კერძოდ ფერგამოს ეკლესიას იოანე აკრიტიკებს იმაში, რომ მის შემადგენლობაში არიან ისეთები რომლებიც ვალაამის კერპთაყვანიმცემლობის ელემენტებს ამკვიდრებდნენ ეკლესიაში და აგრეთვე ისეთებიც, რომლებიც ნიკოლაელთა გნოსტიკის დამკვიდრებას ცდილობენ.


მიმართავს რა ფიატირის ეკლესიას (მდებარეობდა ფერგამოს მახლობლად):

2.18. და ანგელოზსა თჳატირისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძე ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა. 2.19. ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა.

ფიატირის ეკლესიას იოანე აქებს და განსაკუთრებით აღნიღნავს, რომ იგი ზრდადი ეკლესიაა და მისი უკანასკნელი საქმეები უპირველესზე მეტია...

მაგრამ, ასეთი მდგრადი ეკლესიაც კი არ იყო უნაკლო:

2.20. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა. 2.21. და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა. 2.22. აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა.

აქ მინიშნებულია ვინმე ქალი იეზაბელი (იზაბელი), რომელიც არტემიდას კულტის შეფარული მსახური იყო და ეკლესიაში ნერგავდა სიძვასა და მრუშობას...


მიმართავს რა სარდინიის ეკლესიას:

3.1. და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ. 3.2. იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა. 3.3. იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა.

ამ ეკლესიას იოანე ძალზე მკაცრად აკრიტიკებს - ცოცხლ-მკვდარს წოდებს. მოუწოდებს მას „გამოღვიძებას“ და მონანიებას...

3.4. არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიეს სამოსლები მათი, და ვიდოდიან იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან. 3.5. რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი და არა აღვჴოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაჲსა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.

აქვე ირკვევა, რომ სარდინიის ეკლესიაშიც არიან „მცირედი“ სწორ გზაზე მდგარი მამები - რომლებიც სპეტაკებად დარჩნენ.


ფილადელფიის ანუ ძმათმოყვარეობის ეკლესია კი მხოლოდ ქებით მოიხსენიება - თუმცა იგი მცირე და პატარაა!

3.7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი. 3.8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი. 3.9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ. 3.10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა. 3.11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი.


ლავდიკიის ეკლესიაზე და მის ნელ-თბილობაზე ადრე უკვე ვიმსჯელეთ საგანგებო თემაში >>>:

3.14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ: 3.15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. 3.16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა. 3.17. რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ. 3.18. განგაზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქროჲ გამოჴურვებული ცეცხლითა, რაჲთა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაჲთა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხჳლი სიშიშულისა შენისაჲ და საოლავი, რაჲთა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე. 3.19. მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე.

ლავდიკიის ეკლესია როგორც ჩანს გარეგნულად მდიდარი იყო, მაგრამ შინაგანად „უბადრუკი“...


გამოცხადებაში“ განხილული 7 ეკლესიიდან, რომლებიც მაცხოვარის დროინდელმა, მისმა მხილველმა, მისმა უშუალო მოწაფე თაობამ დააარსა და დააფუძნა არსებითად მხოლოდ ერთი-ორის საქმიანობაა ცალსახად შექებული - ყველა სხვას ესა-თუ-ის დარღვევები აღმოაჩნდა...

საკითხავია - თუ ქრისტე ღმერთთან დაახლოებულ პირებს ჰქონდათ საეკლესიო საქმიანობაში ცდუნებები, შეცდომები და მავნე გადახრები - კომპარტიის ცე-კა-ს მდივნებთან, კა-გე-ბე-ს გენერლებთან, პირსისხლიან პუტჩისტებთან დაახლოებულ პირებს არ შეიძლება ასეთები ჰქონოდათ?


ეს პატარა მიმოხილვა მხოლოდ იმისათვის გახდა საჭირო, რომ ქართულად მსგავსი რამ დიგიტალიზებული სახით არ გამოიჩხრიკა ვებში. რუსულად კი ძალზე ღრმა და საინტერესო გამოკვლევა აღმოჩნდა >>>


პოსტინდუსტრიულ საუკუნეში, ინფორმაციულ საუკუნეში მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი წინ მიიწევს, ვითარდება, ახალ უფრო მაღალ დონეზე ადის...

და ამ წინსვლა-განვითარებას შეჩვეულებს იგივე ტენდენციები ალბათ ჩვენდა უნებურად სულიერების სფეროზეც, სარწმუნოებაზეც, ეკლესიაზეც გადაგვაქვს...

ასეთ ვითარებაში ალბათ ზოგჯერ უკანაც უნდა მივიხედოთ რათა წინ რაიმე დავინახოთ - კომუნისტური ტოტალიტარიზმის ეპოქა (რომელიც საზოგადოებრიობის გამონაკლისის გარეშე ყველა სფეროში იყო გამჯდარი - ეკლესიის ჩათვლით და განსაკუთრებით ეკლესიაში) ჯერ არაა როგორც ჩანს დაძლეული და არც გლობალიზმია სულიერების ხელშემწყობი (და არც საზოგადოებრივ სტრუქტურებში შეღწევის უნარმოკლებულია - პირიქით)...

„გამოცხადებიდან“ კარგად ჩანს, რომ მხოლოდ გრანდიოზული და მდიდრული საეკლესიო შენობების აგებით: „მდიდარ ვარ და განვმდიდრდიარ მტიცდება და მაღლდება ეკლესია...

საკითხავია - შეიძლება თუ არა წარსულის შეცდუნებათა და ნაკლოვანებათა ღრმა და სერიოზული მხილების გარეშე სწორ გზაზე დადგომა და შემდგომ წინსვლა (ანუ უკან - საფუძვლებთან დაბუნება)? ფარა მწყემსს შეჰყურებს...


თარიღი: la, kesä 6 2009 7:49 ავტ.: ბესარიონი

კომენტარები

??????????????????????????? ??????????????????????????? – ?????????-????????????????????? ????????? ???????????? ????????? ????????????????????? ????????? ???????????? « ?????????????????? -მ დაწერა: ??????????????????????????? ??????????????????????????? &#8211; ?????????-????????????????????? ????????? ???????????? ????????? ????????????????????? ????????? ???????????? &laquo; ??????????????????
on la, kesä 27 2009 22:09

Pingback from  ??????????????????????????? ??????????????????????????? – ?????????-????????????????????? ????????? ???????????? ????????? ????????????????????? ????????? ???????????? « ??????????????????

BPG-InfoTech
Powered by Community Server (Non-Commercial Edition), by Telligent Systems