BPG-InfoTech ბესარიონი
ბესარიონისა და BPG-InfoTech-ის ვებ საითი
ქართული კლავიატურა:
სწრაფი გადართვა: #
>>> ქართული კლავიატურის დაფა <<<
საქართველოსა და ამიერკავკასიის მოსახლეობის გენეტიკური სტრუქტურისა და სისტემის განვითარება (ნედლი მასალა)

ასპექტები:

საქართველო და კავკასია, როგორც ჩანს -- ადამიანის არაერთი ჰაპლოჯგუფის (აფრიკა-ახლო აღმოსავლეთიდან) მოძრაობის გზაჯვარედინი და მუტაციების შედეგად ახალი შტოების (clide) გაჩენის არსებითი რეგიონი იყო.

საქართველოსა და კავკასიის დასახლება როგორც ჩანს რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, როდესაც არსებითი ცვლილებები მოხდა 50, 30, 20, 5 (+-5) ათასი წლის წინ.

პირველი დასახლების კვალი მოსჩანს დიდი გამყინვარების დასაწყის ხანაში, 55-50 ათასი წლის წინ -- როდესაც დიდი კავკასია დასახლდა შუამდინარეთში გაჩენილი mtDNA ჰაპლოჯგუფის N* მიერ. ამ ჰაპლოჯგუფს აგრეთვე „“ უწოდებენ.


mtDNA ჰალოჯგუფი N*

კავკასიაში N* ჰაპლოჯგუფის მუტაციის შედეგად გაჩნდა mtDNA ჰალოჯგუფი R -- რომელიც განსახლა როგორც ჩრდილოეთში -- ევროპაში, აგრეთვე დაიწყო მოძრაობა სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთისაკენ.

ამავე პერიოდში დაიწყო დიდი გამყინვარება -- რომელმაც მაქსიმუმს მიაღწია 20 ათასი წლის წინ. ევროპაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ჰავა დრამატიულად შეიცვალა და ევროპაში გადასულმა ადამიანები იძულებულები გახდნენ ევროპის უკიდურეს სამხრეთისათვის შეეფარებინათ თავი. 

მსოფლიო ოკეანეებსა და ზღვებში წყლის დონემ 120 მეტრით დაიწია და შავი ზღვა ტბად გადაიქცა. გაჩნდა იოლი გადასასვლელი ანატოლიიდან ევროპისაკენ -- რომელს მეშვეობითაც ადამიანების ახალმუტირებულ ჯგუფებს შეეძლოთ აზიიდან ევროპაში შეღწევა და პირიქით.

ამ დროს ევროპის უდიდესი ნაწილი მუდმივ მყინვარს ეკავა და ყინულის სისქე ასობით და ათასობით მეტრს აღწევდა. მსოფლიო ოკეანეები წყლის არსებითი ნაწილი ამ მყინვარებში დაგროვდა და წყლის დონემ 120 მეტრით დაიწია. შავი ზღვა ტბად გადაიქცა -- შავი ზღვის ჩრდილი ნაწილი კი -- სადაც ჰავა და ბუნება უფრო მოსახერხებელი იყო პირველყოფილი მონადირეებისათვის გახდა ერთ-ერთი არსებითი „თავშესაფარი“. გაჩნდა იოლი გადასასვლელი ანატოლიიდან ევროპისაკენ -- რომელს მეშვეობითაც ადამიანების ახალმუტირებულ ჯგუფებს შეეძლოთ აზიიდან ევროპაში შეღწევა და პირიქით.

დიდი გამყინვარების პერიოდში მთელი კაცობრიობის რიცხვოვნობა დაახლოებით მილიონ ადამიანს უდრიდა და ამერიკები ჯერ არ იყვნენ დასახლებულნი. დიდი კავკასიის მოსახლეობა ალბათ ათასიოდე ადამიანს (30-50 „დიდ ოჯახს“) ითვლიდა. დიდი კავკასიონიც ამ დროს მუდმივი მყინვარებით დაიფარა და არსებითად გაუვალი გახდა. მცირე კავკასიონის მთებიც წლის უდიდეს ნაწილში მაღალი თოვლით იქნებოდნენ დაფარული. ამდენად -- დიდი გამყინვარების დროს საქართველოში მცხოვრები ადამიანები ათასწლოვან იზოლაციაში მოხვდებოდნენ.


ევროპა დიდი გამყინვარების მაქსიმუმისას (20 ათასი წლის წინ)


ევროპა დიდი გამყინვარების კლებისას (10 ათასი წლის წინ)

 
ევროპა დიდი გამყინვარების შემდგომ (5 ათასი წლის წინ)


ბუნება დიდი გამყინვარების დროს


კულტურების შესაბამისობა ხელსაყრელ ზონებთან დიდი გამყინვარების დროს

 
ბუნება დიდი გამყინვარების დროს


ბუნება დიდი გამყინვარების დროს

 
ბუნება დიდი გამყინვარების დროს -- ყვითლით მკაცრი უდაბნოები


თარიღი: pe, heinä 3 2009 16:37 ავტ.: ბესარიონი
BPG-InfoTech
Powered by Community Server (Non-Commercial Edition), by Telligent Systems