BPG-InfoTech ბესარიონი
ბესარიონისა და BPG-InfoTech-ის ვებ საითი
ქართული კლავიატურა:
სწრაფი გადართვა: #
>>> ქართული კლავიატურის დაფა <<<

„დარჩენილი საქართველო“ ანუ „დასავლეთმა გვიღალატა“

ამ წერილს გააჩნია 17 პასუხი | 3 მიმდევარი

Top 10 Contributor
წერილები: 193

„დასავლეთმა გვიღალატა“ -- ეს სიტყვები ეკუთვნის სააკაშვილის მამას, ედუარდ შევარდნაძეს (სოხუმის დაცემის დღეებში 1993)...

ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომამ (1 სექტემბერი 2008) მიიღო დადგენილება, რომელსაც გულის ფანცქალით ელოდა მთელი „დაჯაჭვული“ საქართველო...

აი ისიც:

1. ევროკავშირი შეშფოთებულია ღია კონფლიქტით, რომელიც საქართველოში მოხდა, გამოწვეული ძალადობით და რუსეთის რეაქციის დისპროპორციულობით. ამ კონფლიქტმა გამოიწვია მძიმე შედეგები ორივე მხრიდან. ასეთი ტიპის სამხედრო მოქმედება არ არის გამოსავალი და მიუღებელია. ევროკავშირი წუხს ადამიანთა სიკვდილის, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის, გადაადგილებულ პირთა და დევნილა რიცხვის და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამო.

ანუ - რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რუსეთი დადანაშაულებულია მხოლოდ „დისპროპორციული“ რეაქციაში და არა აგრესიაში და ქართული ტერიტორიების ოკუპაციაში. არაა დაგმობილი რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრა.

2. ევროკავშირი გმობს რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ აღიარონ გამოცხადებული დამოუკიდებლობა და მოუწოდებს ევროკომისიას, შეისწავლოს პრაქტიკული შედეგები. საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვაზე, ეუთოს 1975 წლის აქტზე და გაეროს რეზოლუციებზე.

ანუ დაგმობილია არა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია -- არამედ მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმების ცნობა.

ტერმინი ”არაპროპორციული” ხშირად გამოიყენებოდა დასავლეთის პოლიტიკოსების მიერ, როცა ისინი აფასებდნენ რუსეთის შემოჭრის ფაქტს საქართველოს სიღრმეებში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია იყო ”არაპროპორციული” მაშინ, როცა მისი ჯარები გასცდნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს საქართველოს კიდევ უფრო სიღრმეებისკენ. პირველად ეს ტერმინი რუსეთის მიმართ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოიყენა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=19371

მოკლედ: რუსმა „სამხრეთ ოსეთში“ რომ ქართული ჯარი და სამოქალაქო ქართველობა ჟუჟა -- ნორმალური იყო... ხოლო როდესაც „სამხრეთ ოსეთის“ ფარგლებს გარეთ ტანკებით გაისეირნეს -- „შემაშფოთებელია“...

3. ევროპის ქვეყნებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ საგარეო პოლიტიკა და ალიანსები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, მეზობლური ურთიერთობების პრინციპებისა და მშვიდობიანი კოოპერაციის დაცვით.

ლაი-ლაი-ლაი... ანუ საქართველოს აქვს უფლება შევიდეს ნატო-ში ამჯერად რა თქმა უნდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე....

4. ევროკავშირი იწონებს 6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იყო 12 აგვისტოს, ევროკავშირის დახმარებით და რომელმაც გამოიწვია ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების უკეთესი გაწევა დაზარალებულებისთვის და რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივი გაყვანა. გეგმა ბოლომდე ჯერ კიდევ შესასრულებელია. სამხედრო ძალებმა, რომლებიც არ დაბრუნდნენ იმ ადგილებზე, სადაც კონფლიქტამდე იყვნენ განლაგებულნი, ეს ახლავე უნდა გააკეთონ. უნდა დასრულდეს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება, რომელშიც ევროკავშირი მზად არის მიიღოს მონაწილეობა და რომელიც გეგმის მე-5 პუნქტით არის გათვალისწინებული. ევროკავშირი ასევე მზად არის ჩაანაცვლოს ამ მონიტორინგის მექანიზმით რუსეთის დამატებითი უსაფრთხოების ზომები სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე. უნდა დაიწყოს ასევე მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხების განხილვა.

ანუ - ქართული სამხედროები, რომლებიც ერაყიდან ჩამოვიდნენ კონფლიქტის დროს -- ისევ ერაყში უნდა წავიდნენ. ლაი-ლაი-ლაი.

5. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან და საბოლოო მოგვარებას. წევრი-ქვეყნები განსაკუთრებულად მონაწილეობენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებაში სამხრეთ ოსეთში, დამკვირვებლების გაგზავნით და მატერიალური და ფინანსური დახმარებებით.

ლაი-ლაი-ლაი... დამკვირვებლები... მატერიალურად და ფინანსურად დაეხმარებიან სეპარატისტებს...

6. ევროკავშირმა უკვე განახორციელა სასწრაფო ზომები საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენისთვის. ორგანიზაცია მზად არის, აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღდგენისთვის. მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენის ზომებს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების ფარგლებში უნდა იქნას მიღებული ზომები სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ასევე უნდა მოხდეს სრული და მრავალმხრივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაძლო შექმნის საკითხის განხილვა, როგორც კი ამის პირობები იქნება შეთანხმებული. ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, მოწვეულ იქნას საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში რეკონსტრუქციისთვის საჭირო დახმარებისთვის და მოუწოდებს ევროკომისიას, დაიწყოს ამ კონფერენციის მომზადება.

ანუ - სააკაშვილს ხროვას მისცემენ დამატებით ქრთამს... ოსებსაც და აფხაზებსაც მისცემენ...

7. ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამჟამინდელი კრიზისი გავლენას ახდენს მთელს რეგიონზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ როგორც არასდროს, აუცილებელია რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა, ასევე ურთიერთობის განვითარება აღმოსავლეთ მეზობლებთან, განსაკუთრებით ევროპის მეზობლური პოლიტიკის მონაწილეებთან; "Black Sea Synergy"-ს ინიციატივის განვითარება და "აღმოსავლური პარტნიორობა", რომლის დამტკიცებას ევროკავშირი 2009 წლის მარტში გეგმავს. ევროკავშირი სთავაზობს ევროკომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებები 2008 წლის დეკემბერში წარადგინოს. ევროკავშირი ხაზს უსვამს ევროკავშირ-უკრაინის სამიტის მნიშვნელობას, რომელიც 9 სექტემბერს ჩატარდება.

ლაი-ლაი-ლაი...

8. ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, შექმნილი კრიზისის გამო საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს.

კიდევ ერთი უნდილი ჩინოვნიკი გაჩნდება...

9. ბოლო მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ევროპამ უნდა გაააქტიუროს მცდელობები ენერგორესურსების უსაფრთხოების კუთხით. ევროკავშირმა, ევროკომისიასთან ერთად, უნდა შეისწავლოს ინიციატივები, ენერგოწყაროების და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის მხრივ.

და ბოლოს -- მთავარი... ევროპა უნდა განთავისუფლდეს რუსეთის მონობისაგან...

10. საქართველოში კრიზისის გამო, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებმა გზის გასაყარს მიაღწია. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით და მათ წინაშე არსებული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, არ არსებობს ალტერნატივა, გარდა ძლიერი ურთიერთობებისა, დამყარებული თანამშრომლობაზე, ნდობაზე და დიალოგზე, საერთაშორისო პრინციპების პატივისცემაზე, რომლებიც აღიარებულია გაეროსა და ეუთოს მიერ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები რუსეთთან ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

ევროპა უფრო მაგრად უნდა ჩაეხუტოს რუსეთს...

11. მოვუწოდებთ რუსეთს, შეუერთდეს ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს, ორმხრივი ინტერესის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სასარგებლოდ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ევროპისგან იზოლაცია. ევროკავშირმა, თავის მხრივ, აჩვენა სურვილი, ჩაერთოს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში, იმ პრინციპების და ღირებულებების გათვალისწინებით, რაზეც ის დაფუძნებულია. ჩვენ მოველით, რომ რუსეთი მოიქცევა პასუხისმგებლობით და შეასრულებს მის ვალდებულებებს. ევროკავშირი მიადევნებს თვალყურს სიტუაციას, გააგრძელებს სიტუაციის ღრმა შესწავლას. შეფასება უნდა დაიწყოს ახლა და გაგრძელდეს 14 ნოემბერს ნიცაში დაგეგმილ სამიტამდე. ევროკავშირი აძლევს მანდატს ევროკავშირის პრეზიდენტს, გააგრძელოს ექვსი პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით განხილვები. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ეწვევიან მოსკოვს 8 სექტემბერს. სანამ ჯარები არ იქნება დაბრუნებული პოზიციებზე, რომლებზეც 7 აგვისტომდე იყვნენ განლაგებულნი, შეხვედრები პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმებაზე იქნება გადატანილი.

სადღეგრძელო და კეთილი სურვილები...


მოკლედ: „დასავლეთმა გვიღალატა“...

ამჯერადაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ წამოწყებულმა პროვოკაციამ ლოგიკური შედეგები გამოიღო: საქართველომ საბოლოოდ დაკარგა აფხაზეთი (სამურზაყანოიანად) და სამაჩაბლო (ამჯერად სრულიად გაცლილი ქართული მოსახლეობისაგან).

სააკაშვილს ახლა შეუძლია ევროსაბჭოს დროშა -- რომელიც მუდმივად მის უკან დგას ტელევიზორის ეკრანზე -- დაახვიოს...

საცოდავი ქართველობა -- როგორი იმედი ჰქონდა ევროპის ძმური დახმარების...

საცოდავი ქართველობა -- მზად იყო პროვოკატორებთან და მოღალატეებთან ერთ ჯაჭვში ჩაბმულიყო -- ოღონდ ამას საქართველო გადაერჩინა...

საცოდავი დამატრიცებულ-დაჯაჭვულ-ჩაჯაჭვული ქართველობა -- საქართველო ვერ გადაარჩინა, მაგრამ -- სააკაშვილის ანტიქართული რეჟიმი კი გადაარჩინა და ამითი საქართველოს მომავალი დამარცხებები უზრუნველყო...

საცოდავი ქართველობა, საცოდავი საქართველო...

Top 10 Contributor
წერილები: 193

ბესარიონი:

საცოდავი ქართველობა -- როგორი იმედი ჰქონდა ევროპის ძმური დახმარების...

საცოდავი ქართველობა -- მზად იყო პროვოკატორებთან და მოღალატეებთან ერთ ჯაჭვში ჩაბმულიყო -- ოღონდ ამას საქართველო გადაერჩინა...

საცოდავი დამატრიცებულ-დაჯაჭვულ-ჩაჯაჭვული ქართველობა -- საქართველო ვერ გადაარჩინა, მაგრამ -- სააკაშვილის ანტიქართული რეჟიმი კი გადაარჩინა და ამითი საქართველოს მომავალი დამარცხებები უზრუნველყო...

საცოდავი ქართველობა, საცოდავი საქართველო...

Когда в августе Россия ввела в Грузию войска, Запад воздержался от участия в боевых действиях. Но теперь, когда стрельба прекратилась, западные государства мобилизуют силы, дабы помешать России достичь одну из ее ключевых целей – изменить существующий режим в Тбилиси. Оружие Запада – это деньги.

По словам официальных представителей, посвященных в ход переговоров, Международный валютный фонд на этой неделе намеревается заключить предварительную договоренность об открытии Грузии, этой бывшей республике СССР, кредита на 750 млн долларов. США и Европа, со своей стороны, также разрабатывают крупные пакеты помощи, которая, как надеется Грузия, в денежном выражении составит 2 млрд долларов, если не больше.

Эти средства выделяются, чтобы успокоить нервы иностранных инвесторов, играющих ключевую роль в экономической стабильности Грузии, а также помочь Грузии оплатить восстановление того, что разрушено во время войны. Еще важнее, что западные деньги помогут прозападному правительству президента Михаила Саакашвили удержаться у власти.
http://www.inopressa.ru/wsj/2008/09/02/13:07:46/georgia
http://online.wsj.com/article/SB1220317 ... lenews_wsj

დიახაც...

სააკაშვილის რეჟიმი ქრთამის დიდ დოზებს მიიღებს პროვოკაციისა და საქართველოს ღალატის საფასურად -- საქართველოს მილიონერები მოემატებიან...

მაგრამ -- ამჯერად რიგითი ქართველები ფულის მიღების ერთიან ჯაჭვში ვერ ჩაებმებიან...

ფული მხოლოდ რჩეულთათვის იქნება...

Top 10 Contributor
წერილები: 193

თანდათანობით იკვეთება საქართველოს დასავლეთსა და რუსეთს შორის გაყოფის სურათი -- რასაც ემსახურებოდა სააკაშვილის მიერ წამოწყებული პროვოკაცია.

აი რას გვეუბნება „მედვედევ-სარკოზის ექვსპუნქტიანი გეგმის დებულებათა სრული განხორციელების“ შესახებ დოკუმენტი (სააკაშვილისეული თარგმანი-ვერსია):


მხარეების მიერ აღებულ ვალდებულებათა დადასტურება 2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის ექვსპუნქტიანი გეგმის დებულებათა სრული განხორციელების თაობაზე ;


1. ჯარების გაყვანა

• რუსეთის ყველა სამშვიდობო შენაერთის გაყვანა ფოთიდან სენაკამდე ხაზზე განლაგებული 5 სადამკვირვებლო საგუშაგოდან, მაქსიმუმ 7 დღის ვადაში, 8 სექტემბერს აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე ხელმოწერის გათვალისწინებით

• რუსული სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ საწყის პოზიციებზე {და არა აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“, სადაც „დიდი ხნით“ განლაგდება 3700-3700 ოდენობის რუსეთის არმია}. გაყვანა განხორციელდება აღნიშნულ ზონებში საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებიდან, მათ შორის, ევროკავშირის 200 დამკვირვებლის განლაგებიდან {იხ ქვემოთ -- რომლებიც განლაგდებიან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეთ}, 10 დღის განმავლობაში, რომელიც უნდა მოხდეს, არაუგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბერს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე ხელმოწერის გათვალისწინებით

• ქართული საჯარისო შენაერთების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების პროცესის დასრულება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე.

2. საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმები

• გაეროს მისიის დამკვირვებლები გააგრძელებენ მუშაობას საკუთარი მანდატის ფარგლებში, მათი პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც არსებობდა 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომავალ ცვლილებების განხორციელებისათვის ზიანის მიუყენებლად {არაფერი ახალი}.

• ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები გააგრძელებენ მუშაობას საკუთარი მანდატის ფარგლებში, მათი პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც არსებობდა 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, ეუთოს მუდმივი საბჭოს მიერ მომავალი ცვლილებების განხორციელებისათვის ზიანის მიუყენებლად {არაფერი ახალი}.

• დაჩქარდება მოსამზადებელი სამუშაოები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე {ისევ -- „მიმდებარე ტერიტორიაზე“ -- ანუ -- საერთაშორისო დამკვირვებლები არ განლაგდებიან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე -- სადაც „დიდი ხნით“ განლაგდებიან რუსის ჯარები} საერთაშორისო დამკვირვებელთა 2008 წლის 1 ოქტომბრამდე განლაგების მიზნით, რომელთა რაოდენობა იქნება საკმარისი რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩასანაცვლებლად, ანუ, ევროკავშირის სულ მცირე, 200 დამკვირვებელი.

ევროკავშირი, როგორც ძალის გამოუყენებლობის პრინციპის გარანტი, აქტიურად ამზადებს არსებული საერთაშორისო მექანიზმების დამატებით სადამკვირვებლო მისიის განლაგებას {ანუ -- დამკვირვებლები -- რომლებმაც უნდა უზრუნველყონ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობა}.

3. საერთაშორისო დისკუსიები

• მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო დისკუსია დაიწყება 2008 წლის 15 ოქტომბერს, ჟენევაში. მოსამზადებელი მოლაპარაკებები დაიწყება სექტემბერში.

აღნიშნული მოლაპარაკებები შეეხება :

- რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ;
- ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და პოსტ-კონფლიქტური დაეგულირების პრაქტიკის საფუძველზე.
- მხარეთა შორის შეთანხმებით განსაზღვრულ ყველა სხვა საკითხს.


ამდენად -- საქართველოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაყოფა ახლა უზრუნველყოფილია მტკიცე საერთაშორისო მექანიზმით.

ამასობაში:

Российское руководство договорилось с властями Южной Осетии и Абхазии о численности и дислокации российских военнослужащих на территории республик. По словам министра обороны России Анатолия Сердюкова, в каждой из республик будет около 3800 российских военных, сообщает "Интерфакс".

Отметим, что до войны в Южной Осетии на территории республики были дислоцированы 588 российских миротворцев. В беседе с президентом России Дмитрием Медведевым Сердюков также отметил, что уже определена структура войск и места их дислокации. В Южной Осетии военные разместятся в Джаве и Цхинвали. В Абхазии миротворцы останутся на прежних местах.

http://lenta.ru/news/2008/09/09/contingent/

Top 10 Contributor
წერილები: 193

Россия будет требовать от Евросоюза выполнения всех обязательств по обеспечению безопасности Южной Осетии. Глава российского МИЛ обратил внимание на то, что от президента Грузии так и не последовало гарантий о неприменении силы в отношении Южной Осетии. "Вместо него такие гарантии дал Евросоюз, и мы, конечно, будем требовать от наших европейских партнеров выполнения этих обязательств", - отметил Лавров, которого цитирует "Интерфакс".

При этом министр подчеркнул, что "наблюдатели Евросоюза не будут размещены на территориях Южной Осетии и Абхазии, а только вокруг этих республик". По словам Лаврова, "мандат наблюдателей ООН и ОБСЕ в Абхазии и Южной Осетии подлежит согласованию с Абхазией и Южной Осетией и адаптации к новым условиям", а именно - мандат наблюдателей подлежит согласованию с Сухуми и Цхинвали.

Сергей Лавров подчеркнул, что дополнительный контингент наблюдателей в количестве не менее 200 человек от ОБСЕ и ЕС будет размещен вокруг Южной Осетии и Абхазии. "Внутри этих республик наблюдатели от ООН и ОБСЕ останутся в том же количестве, в каком они были до 7 августа", - добавил он.

Касаясь российского воинского контингента, размещенного в Абхазии и Южной Осетии, глава внешнеполитического ведомства РФ заявил: "Никакого отношения к миротворчеству они не имеют. Это части и подразделения Вооруженных сил России, которые находятся в новых независимых государствах по просьбе законно избранных руководств".

http://www.rambler.ru/news/politics/russiageorgia/13404364.html

Top 10 Contributor
წერილები: 193

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში: ”ევროკავშირის ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებზე [მოსკოვში 8 სექტემბერს] განისაზღვრა საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების არეალი – მთელი საქართველო, პირველ ეტაპზე – კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე ტერიტორია, ხოლო შემდგომ, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც”.

ძალზე კარგად იციან, რომ „შემდგომ“ -- არ არსებობს -- გამოტელევიზორებულებისთვის ლაყბობენ...

შეთანხმების ფრანგულ და რუსულ ვერსიებში, ასევე ქართულ თარგმანში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა, ნათქვამია: ”რუსული სამშვიდობო ჯარების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან და მათი დაბრუნება იმ პოზიციებზე, სადაც ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე იმყოფებოდნენ. გაყვანის ეს პროცესი განხორციელდება, ამ ზონებში {ანუ მიმდებარე ზონებში - ბპგ} საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მათ შორის იგულისხმება არანაკლებ 200 დამკვირვებელი ევროკავშირიდან, და რომელიც უნდა  შესრულდეს 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, იმ სამართლებრივი დოკუმენტების გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების ვალდებულებას”.

ანუ -- რეალურად და მოქმედ, ხელმოწერილ დოკუმენტებში (თუმცა ესენიც ფარატინა ქაღალდებია -- დამკვირვებლები არაა გათვალისწინებული და არავითარი „შემდგომ“ არაა ნახსენები)

სააკაშვილი საპირისპიროს დასამტკიცებლად გამოტელევიზორებულებს ასე ატყუებს:

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეყრდნობიან წერილს/განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა სარკოზიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით გააკეთეს. 

დოკუმენტში, რომელიც ქართულმა მხარემ სარკოზის და ბაროზოს თბილისში ვიზიტის დროს გაახმოვანა, ნათქვამია, რომ საფრანგეთის და ევროკომისიის პრეზიდენტები ”კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ევროკავშირი მზად არის დამკვირვებლები განათავსოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”.

თუმცა აქაც, ამ წერილში (როდის იყო, რომ ომების შედეგებს წერილებით აწესრიგებდნენ) წერია -- „ევროკავშირი მზად არისო“ და არც არაფერი წერია იმაზე ეთანზმება თუ არა რუსეთი ამ „მზადყოფნას“, სავალდებულოა თუ არა ამ „მზადყოფნის“ გათვალისწინება რუსეთისთვის...

http://www.civil.ge/geo/article.php?id=19468 


სოლანა ამბობს, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს არ განუხილავთ,შეძლებს თუ არა 200 დამკვირვებლისგან შემდგარი მისია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ”იმ სულისკვეთებით ჩამოდის, რომ მან შეძლოს ყველგან შესვლა, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც მოსკოვმა აღიარა”, - ამბობს სოლანა.

თუმცა, მან ევროპარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ თავდაპირველად მისია ორშაბათს ”ხელმოწერილი შეთანხმებით” გათვალისწინებულ ტერიტორიებზე აპირებს განთავსებას, ანუ არასადავო ქართულ ტერიტორიებზე შესვლა 1-ლი ოქტომბრიდან, რომელიც რუსმა სამხედროებმა 10 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ.

ექსპერტები საუბრობენ ამ გაურკვევლობაზე, როგორც შეთანხმების ყველაზე მთავარ სისუსტეზე, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამყაროს რუსეთის გავლენა რეგიონებზე, თუკი იქ დამკვირვებლები არ შევლენ .

მაგრამ სოლანა ამბობს: ”მისიის შესვლა მთავარია, რადგან სამხედროების გაყვანა სხვა რამესთან კი არა, სწორედ ევროკავშირის შესვლასთანაა დაკავშირებული”. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ დამკვირვებლები ბოლსოდაბოლოს ამ ორ რეგიონშიც შევლენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3906


სოლანა კომენტარს აკეთებს

11.09.08 10:45

საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ხავიერ სოლანამ ნათლად განაცხადა, რომ `10 ოქტომბრისთვის, რაც ნიშნავს რომ ერთი თვის თავზე, საქართველოს ტერიტორაზე სეპარატისტული რეგიონების გარეთ რუსი სამხედროები აღარ უნდ აიყვნენ`.

http://rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=27840&pg=1&im=main&ct=0&wth=

Top 10 Contributor
წერილები: 193

Дополнительные международные  наблюдатели будут развернуты только в зонах, прилегающих к Южной Осетии и  Абхазии, для предотвращения агрессии Тбилиси. Об этом заявил глава  МИД России Сергей Лавров в телефонном разговоре с госсекретарем США Кондолизой Райс. Как сообщили в МИД РФ, беседа проходила по инициативе американской стороны.

"Дополнительные международные наблюдатели будут развернуты исключительно  в зонах, прилегающих к Южной Осетии и Абхазии, в целях предотвращения новой  агрессии со стороны Тбилиси, причем гарантом неприменения силы против  Цхинвала и Сухума является Евросоюз, - подчеркнул российский министр. - Что  касается мер внутри данных государств по обеспечению их безопасности, то они  уже осуществлены путем размещения там российских военных контингентов на  основе двусторонних договоров России с Южной Осетией и Абхазией". Об этом сообщает ИТАР-ТАСС.

http://www.vesti.ru/doc.html?id=208500&cid=5&t_only=1

საქართველოს რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროებად განაწილება ფორმდება და სულ უფრო ჩამოყალიბებულ სახეს იღებს...

Top 10 Contributor
წერილები: 193

„ფაინენშელ ტაიმსში“ ზედიზედ ორი სტატია გამოქვეყნდა (ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა სათაურით) რომელშიც გამოაშკარავდა ევროკავშირის მიერ (სარკოზი და კომპანია) რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისას რუსეთისათვის გაკეთებული „დათმობების“ მიუღებლობა ნატო-სათვის...

user posted image

Nato fury over Russia's Georgia deal with EU
By James Blitz in Brussels

Published: September 15 2008 03:00 | Last updated: September 15 2008 03:00

The deal brokered by the European Union for the withdrawal of Russian troops from Georgia has been slammed by Nato's top official as "difficult to swallow" and "not acceptable" because it cedes too much ground to Moscow.
მიუღებელია ნატოსთვისო სარკოზების გარიგებაო...

As EU foreign ministers prepare today to discuss the accord brokered last week by Nicolas Sarkozy, the French president, Jaap de Hoop Scheffer, Nato's secretary-general, warned that the agreement provided no grounds for the revival of the Nato-Russia relationship.

In an interview with the Financial Times, Mr de Hoop Scheffer complained that Russia, which has pledged to withdraw from buffer zones inside Georgia which adjoin South Ossetia and Abkhazia, is being allowed to keep a beefed-up military presence inside the two breakaway regions.
რუსეთსო ევროკავშირისგან მიეცაო ნება გააძლიეროს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო ძალაო...

This, he said, was in direct contravention of an earlier six-point plan engineered by Mr Sarkozy calling for a return to the status quo before the conflict broke out.

"If the Russians are staying in South Ossetia with so many forces, I do not consider this as a return to the status quo," he said.

"The option of keeping Russian forces in South Ossetia and Abkhazia is not acceptable."
(ნატოსთვის) მიუღებელია რუსის ჯარების ყოფნის შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთშიო...

http://www.ft.com/cms/s/0/2c90468e-82bc-11...?nclick_check=1

და

Nato head brands EU's Georgia pact with Russia 'not acceptable'
By James Blitz in Brussels

Published: September 15 2008 03:00 | Last updated: September 15 2008 03:00

The deal brokered by the European Union for the withdrawal of Russian troops from Georgia has been slammed by Nato's top official as "not acceptable" because it cedes too much ground to Moscow.

As EU foreign ministers prepare today to discuss the accord brokered last week by Nicolas Sarkozy, the French president, Jaap de Hoop Scheffer, Nato's secretary-general, warned that the agreement provided no grounds for the revival of the Nato-Russia relationship.

In an interview with the Financial Times, Mr de Hoop Scheffer complained that Russia, which has pledged to withdraw from buffer zones inside Georgia that adjoin South Ossetia and Abkhazia, is being permitted to retain a military presence inside the two breakaway regions.

This, he said, was in direct contravention of an earlier six-point plan engineered by President Sarkozy which called for a return to the status quo before the conflict broke out.

"If the Russians are staying in South Ossetia with so many forces, I do not consider this as a return to the status quo," he said. "The option of keeping Russian forces in South Ossetia and Abkhazia is not acceptable."

http://www.ft.com/cms/s/0/445c2594-82bc-11...0077b07658.html


* * *

მაგრამ...

სხვა რა გარიგება ან ხელშეკრულება-შეთანხმება არსებობს? -- არც არაფერი...

ამ ცნობის შემდეგ უკვე საკამათო აღარაა, რომ სარკოზები მართლა დათანხმებულან რუსის არმიის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე!!!

ამრიგად -- რუსეთს მართლაც მიუღია აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ოკუპაციისათვის და იქ სამხედრო ბაზების განლაგებაზე ევროკავშირის ნებართვა -- და აწი ნებისმიერი ჭიჭყინი ამ საკითხზე ზედმეტია!..

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსის არმიისა და მისი ბაზების დაფუძნების ფონზე -- კი -- საქართველოს ნატოში შესვლა რაფერ იქნება?..

Top 10 Contributor
წერილები: 67

DA AM DROS SADAA "RKINIS DEDAKACI" - KONDI RICE DA MISI GEMEBI? MAGISTVI SHECURES YURESHI?

 

Top 10 Contributor
წერილები: 193

elegia1:
DA AM DROS SADAA "RKINIS DEDAKACI" - KONDI RICE DA MISI GEMEBI? MAGISTVI SHECURES YURESHI? 

შავი კონდი შავ ზღვაში ჩაიძირა...

საერთოდ გაქრა საქართველოს საგარეოპოლიტიკური ხედვებიდან...

Top 10 Contributor
წერილები: 193

http://forum.ge/?act=ST&f=29&t=33686497&st=400#entry10980986

დავამატებთ ჩვენი აზრით მნიშვნელოვან -- სხვა ჭრილით დანახულ ასპექტებს -- 888 „ომთან“ დაკავშირებით:

ჩვენი აზრით 888 „ომი“ პროვოცირებული იქნა ნაცმოძის მიერ იმ მიზნით, რათა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ეგრეთწოდებული „გაყინული კონფლიქტები“ ანუ პოლიტიკურად უძრავი კონფლიქტები:

1. ჯერ გადაეყვენათ „ცხელი კონფლიქტის“ მდგომარეობაში

და -- შემდგომ (რუსის უეჭველი ჩარევის პროგნოზით -- რაზეც მრავალგზის იყვნენ გაფრთხილებულნი რუსეთის მხრივ და რაც საქართველოს სამხედრო დამარცხებას ნიშნავდა)

2. „კონფლიქტი“ საერთოდ „მოეკლათ“ -- სასტიკი, დაბლადამცემი, შოკური და უკომპრომისო დამარცხებით...

* * *

რეალურად -- ახლა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ეგრეთწოდებული პრობლემა უკვე აღარ არსებობს -- ანუ აღარ არსებობს ისტორიის უახლოესი პერიოდისათვის...

ანუ -- 888 „ომი“ ნაცმოძმა იმ მიზნით წამოიწყო , მოახდინა მისი პროვოცირება -- რათა იგი წაეგო, რათა საქართველო შეეთრია „ცხინვალის ხაფანგში“...

ზუსტად ისევე -- როგორც შევარდნაძემ წამოიწყო ომი აფხაზეთში რომელიც იმთავითვე „გაყიდული“ იყო -- „აფხაზეთის ხაფანგის“ სახით...

* * *

შედეგი:

რამდენადაც ახლა (ხილული მომავლის თვალსაზრისით) „დარჩენილ საქართველოს“ აღარ აქვს „გაყინული კონფლიქტები“, სადავო ტერიტორიები -- მას უკვე შეუძლია შევიდეს ნატოში („დარჩენილობას“ მალე გააფორმებენ)...

„ბედნიერი ერი“ ძალზე მალე მოახდენს ამ „მოცემულობის“ ადოპტაციას...

* * *

არსებითად 888 ომი არც კი დაფიქსირდა, არც ყოფილა -- იყო რამდენიმე მცირე შეტაკება (არა უმეტესი მასშტაბისა რაც თბილისის ცენტრში მოხდა 1991-1992 წლებში -- ნგრევისა და ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისითა)...

„სისხლის ფასის“ თვალსაზრისით -- 888 „ომში“ ნაკლები სამოქალაქო პირი დაიღუპა ვიდრე 1992 წელს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგების ხუნტის მიერ დახვრეტებისას -- რაც არაერთი ტელეობიექტივის წინ, დაუფარავად და დემონსტრატიულად ხდებოდა...

„სისხლის ფასის“ თვალსაზრისით -- 888 „ომში“ ნაკლები (პირველ რიგში სამოქალაქო პირი) დაიღუპა ვიდრე „მხედრიონის“ მიერ სამეგრელოს დარბევებისას...

888 „ომი“ მასშტაბებით აგრეთვე არ აღემატებოდა 1993 წელს დასავლეთ საქართველოში ამერიკის თხოვნა-მუდარით გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ რუსულ ინტერვენციასა და ოკუპაციას (ბალტინის მეთაურობით, ძერჟინსკის დივიზიითად და ბათუმის ბაზის ტანკებით)...

და -- 888 „ომი“ ვერაფრით ახლოს ვერ მივა სოხუმის თავგანწირულ დაცვასთან (აფხაზეთისა და სოხუმისვე ქართული მოსახლეობოს მიერ) -- თუმცა ამჯერად საქართველოს ჯარიც რუსზე უკეთესი გააჩნდა და არც ნაკლები შეიარაღება ჰქონდა (რა თქმა უნდა მიშა დამაქცევარის ზღაპრები 80 ათას რუსზე და ლამის ათას ტანზე -- ვისაც ზღაპრების სჯერა, დაიჯეროს...)...

თუმცა 888 წიოკი და პიარი (რა თქმა უნდა წინასწარ დაკვეთილი) -- უზარმაზარი და ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული იყო...

* * *

აქ ძალზე ხშირად აკრიტიკებენ სამხედროებს -- მე კი ვთვლი, რომ ნამდვილი ომისათვის პირველ რიგში არ არსებობდა პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გადაწყვეტილება -- რაც უნდა მიეღო ქვეყნის უზენაეს მხედართმავალს (წაკუზულკს) და პოლიტიკურ ელიტას (წითელი ხიდისაკენ მიშურებულს)...

ანუ -- რუსეთის აგრესიის მიმართ არსებობდა მკვეთრად ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი „პარაჟენციზმი“ -- არ არსებობდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მედგარი, გმირული შებრძოლების გადაწყვეტილება, ნებისყოფა და ნება...


30 ათას ოსის „სეპარატიტთან“ (ბავშვიან-ქალიან/მოხუციანად) „ომს“ -- კი -- რა თქმა უნდა 32 ათასიანი ქართული არმია თავს კარგად გაართმევდა...

* * *

რაც შეეხება სამხედრო რესურსებს -- საქართველოს სავსებით საკმარისი სამხედრო რესურსები ჰქონდა იმისათვის -- რათა „ოკუპანტის ფეხქვეშ მიწა იწვოდეს“, რათა რუსეთს საქართველოში სასტიკი დამარცხება ეწვნია -- ჩეჩნებმა შეუდარებლად მცირე ტექნიკური შეიარაღებებით შეუდარებლად დიდი, დამანგრეველი ზიანი მიაყენეს ოკუპანტებს...

„პარაჟენცობა“!..

მით უმეტეს, რომ ჩეჩნებისაგან განსხვავებით საქართველოს უდიდესი, კატეგორიული მხადაჭერა ჰქონდა დასავლეთისაგან და ცხარე ომის შემთხვევაში -- ულევი იარაღისა და საჭურვლის მიღების შესაძლებლობა (ჩეჩნეთი ყოველი მხრიდან ალყაში იყო)...

* * *

ამონარიდი:    “პრესა.გე” ამ საკითხებზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს დავით უსუფაშვილს ესაუბრა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. “რესუბლიკელებს” რა კითხვები გაქვთ?

- ჩვენი მთავარი კითხვა ასეთია: რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც ცხინვალისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სოფლების დაკავების თაობაზე ბრძანება გასცა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, რომ რუსეთს მობილიზებული ჰყავდა არმია, ხოლო პუტინს არა ერთხელ ჰქონდა გაცხადებული კრემლის ზრახვების შესახებ. თუ სააკაშვილი გვეტყვის, რომ იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაცვას ცდილობდა, ეს ვერ ჯდება განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვში. ქართული სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა. აღარაფერს ვამბობ შედეგებზე, რადგან ეს ხალხი დაცვის ნაცვლად დევნილებად ვაქციეთ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=4101


აქ და ამჯერად ყველაფერში უნდა დავეთანხმოთ პატივცემულ რესპუბლიკელს...
Top 10 Contributor
წერილები: 67
ბესარიონი:
„პარაჟენცობა“! ჩეჩნებისაგან განსხვავებით საქართველოს უდიდესი, კატეგორიული მხადაჭერა ჰქონდა დასავლეთისაგან და ცხარე ომის შემთხვევაში -- ულევი იარაღისა და საჭურვლის მიღების შესაძლებლობა (ჩეჩნეთი ყოველი მხრიდან ალყაში იყო)...

* * *

ნუთუ დაგვიჭერდნენ მხარს წინააღნდეგობა რომ გაგვეწია და ბრძოლა გაგრძელებულიყო?
Top 10 Contributor
წერილები: 67
ბჟეზინსკიმ ღია ტექსტით განაცხადა სი-სპენ-ზე, რომ მისი აზრით საქართველოს უნდა მისცენ ის შეპირებული 1 მლრდი და ასევე ცოტაოდენი შეიარაღებაც, ოღონდ იმდენი, რომ აზრადაც არ მოუვიდეს და ვერ გაბედოს სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე თავდასხმა (!!). შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგივეა ამერიკის ოფიციალური ადმინისტრაციის აზრიც.
Top 10 Contributor
წერილები: 193

ელეგია:
ბესარიონი:
„პარაჟენცობა“! ჩეჩნებისაგან განსხვავებით საქართველოს უდიდესი, კატეგორიული მხადაჭერა ჰქონდა დასავლეთისაგან და ცხარე ომის შემთხვევაში -- ულევი იარაღისა და საჭურვლის მიღების შესაძლებლობა (ჩეჩნეთი ყოველი მხრიდან ალყაში იყო)...
ნუთუ დაგვიჭერდნენ მხარს წინააღნდეგობა რომ გაგვეწია და ბრძოლა გაგრძელებულიყო?
წინააღმდეგობა რომ გაგვეწია და თავდადებულად გვებრძოლა -- უფალი იქნებოდა ჩვენი მხარდამჭერი...

Top 10 Contributor
წერილები: 193


http://assembly.coe.int/Mainf.asp?link=/Documents/AdoptedText/ta08/ERES1633.htm

The consequences of the war between Georgia and Russia

Resolution 1633 (2008)1

5.       However, the start of shelling of Tshkinvali without warning by the Georgian military, on 7 August 2008, initiated a new level of escalation, namely that of open and full-fledged warfare. The use of heavy weapons and cluster munitions, creating grave risks for civilians, constituted a disproportionate use of armed force by Georgia, albeit within its own territory, and as such a violation of international humanitarian law and Georgia’s commitment to resolve the conflict peacefully.

http://forum.ge/?f=29&showtopic=33889253

Top 10 Contributor
წერილები: 193

ამათ კი - მთლად ბეჭედი დაუსვეს...

http://www.icj-cij.org/homepage/index.php?lang=en

15/10/2008 - NEW Application of the International Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination (Georgia v. Russian Federation) - Order - Request for the Indication of Provisional Measures  6 Kb

http://www.icj-cij.org/docket/index.php?p1...7509ba18690bf86

* * *

15/10/2008 - NEW 2008/35 - Application of the International Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination (Georgia v. Russian Federation) - Provisional Measures - The Court indicates inter alia that both Parties shall refrain from any act of racial discrimination and from sponsoring, defending or supporting such acts; that they shall facilitate humanitarian assistance; and that they shall refrain from any action which might prejudice the respective rights of the Parties or might aggravate or extend the dispute  91 Kb 

http://www.icj-cij.org/docket/index.php?p1...7509ba18690bf86

* * *

THE COURT, reminding the Parties of their duty to comply with their obligations under the International Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination,

Indicates the following provisional measures:

A. By eight votes to seven,
Both Parties, within South Ossetia and Abkhazia and adjacent areas in Georgia, shall

(1) refrain from any act of racial discrimination against persons, groups of persons or institutions;

(2) abstain from sponsoring, defending or supporting racial discrimination by any persons or organizations,

(3) do all in their power, whenever and wherever possible, to ensure, without distinction as to national or ethnic origin,

(i) security of persons;

(ii) the right of persons to freedom of movement and residence within the border of the State;

(iii) the protection of the property of displaced persons and of refugees;

(4) do all in their power to ensure that public authorities and public institutions under their control or influence do not engage in acts of racial discrimination against persons, groups of persons or institutions;

საქართველოც და რუსეთიც ერთ დონეზე დააყენეს -- ორივე დამნაშავეაო...

გვ.: 1, სულ: 2 (ჩანაწერი: 18) 1 2 შემდეგი > | RSS
BPG-InfoTech
Powered by Community Server (Non-Commercial Edition), by Telligent Systems