სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა


თავფურცელი:: კომენტარები :: სტუმართა წიგნი :: ფორუმზე განხილვა :: „ქართული კარიბჭე“


 
 
 
 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული მოძრაობა
  

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია
საითის სრულფასოვანი გამოყენებისათვის საჭიროა
MS Internet Explorer 6 და Windows Media Player
საითის ასლები/სარკეები:
..; http://bpg.sytes.net/simartle


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი



 პუბლიკაციები: 11   გვ. 1, სულ: 2    შემდეგი > 
მერაბ კოსტავა თანაკლასელების შეხვედრაზე
ავტ.: შავლეგო : 8/9/2005

მერაბ კოსტავა თანაკლასელების შეხვედრაზე - მერაბ კოსტავას სადღეგრძელო და მისი სამადლობელი. ეროვნული გმირი ყოფით გარემოში. უნიკალური ვიდეოკლიპი და მერაბის ფოტოები (რომლებიც ასე მცირედ შემორჩა).

 
1989 წლის 9 აპრილი
ავტ.: შავლეგო : 1/9/2005

1989 წლის 9 აპრილი

ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით შენიშნა „დიდად სამწუხაროა ადამიანების დაღუპვა, მაგრამ ასეთმა წინააღმდეგობამ შესაძლოა შეაფერხოს "პერსტროიკის პროცესი“-ო. ამ განცხადებიდან კარგად მოჩანს, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლისაკენ მიმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები მტრულ ასპექტში განიხილებოდა დასავლეთის მხრივ.

 
1989 წლის 9 აპრილის შემდგომ
ავტ.: შავლეგო : 1/9/2005

1989 წლის 9 აპრილის შემდგომ

 
მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა
ავტ.: შავლეგო : 12/29/2007

მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა (ზაზა გაბედავას ვიდეოდოკუმენტური მასალა).

 
ეროვნული მოძრაობა - მოკლე ისტორია
ავტ.: შავლეგო : 1/8/2005

ეროვნული მოძრაობა - მოკლე ისტორია. 9 აპრილი, დამოუკიდებლობის აღდგენა, გზა ქრისტესი და გზა ბარაბასი...

 
ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია
ავტ.: შავლეგო : 8/16/2005
მკითხველს ვთავაზობთ ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფიას რაიმე შესწორებებისა და კორექტირებების გარეშე - როგორც მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს. დოკუმენტი შექმნილია გროზნიში 1993 წელს. დიგიტალიზებული/კომპიუტერული სახე ზვიად გამსახურდიას თხოვნითა და დავალებით მოამზადა ბატონმა მერაბ კიკნაძემ ნაწილობრივ ხელნაწერიდან და ნაწილობრივ კარნახით. ტექსტი ბიოგრაფიის შავი, გაუსწორებელი ვერსიაა და იგულისხმებოდა შემდგომ მისი ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ არსებთი და კრიტიკული ჩასწორება-რედაქტირება.
 
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალის საზოგადოება (მოკლე ისტორია)
ავტ.: შავლეგო : 11/27/2005

შეიქმნა მერაბ კოსტავას ინიციატივით 1988 წლის ნოემბრის ცნობილი შიმშილობის აქციის დღეებში. წმინდა ილია მართალის საზოგადოებას საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში გააჩნდა წევრმრავალი მძლავრი ფილიალი. მერაბ კოსტავას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, საზოგადოების ყრილობამ, 1989 წლის ნოემბერში, დაუჭირა მხარი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის პოსტის შემოღებას და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. წმინდა ილია მართალის საზოგადოება არის საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის მმართველი ბლოკის - „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ წევრი საზოგადოება. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშვიდობიანი, მრავალპარტიულიული არჩევნების გზით საქართველოში კომუნისტური ტოტალიზმის დამარცხებაში.

 
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
ავტ.: შავლეგო : 5/25/2005
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება - ყველაზე მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია ეროვნულ მოძრაობაში.
 
ნაზი შამანაური
ავტ.: შავლეგო : 3/14/2007
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხუთი თვის არაადამიანური მოპყრობითა და შიმშილით ნაზი შამანაური სიკვდილის პირზე მიიყვანეს. 1983 წლის იანვარში კი ხელფეხშეკრული ჟურნალისტი ცემით მოკლეს.
 
„გორგასლიანი“ - 1956
ავტ.: შავლეგო : 3/14/2007
1956 წლის 15 დეკემბერს კი უშიშროების კომიტეტის მიერ დაკავებულ იქნენ ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, თბილისის 42-ე საშ. სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; ანატოლი მიქაძე, 42-ე საშ. სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; მერაბ კოსტავა, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; თეიმურაზ ცერცვაძე, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე; თამაზ გუნჯუა, თბილისის პირველი საშუალო სასწავლებლის მოსწავლე; ვლადიმერ სიხარულიძე, პირველი საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თემურ მეტრეველი, თბილისის 47-ე საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე...
 
 პუბლიკაციები: 11   გვ. 1, სულ: 2    შემდეგი >